გილოცავთ ადვოკატის დღეს!

8 ნოემბერი 2018

ძვირფასო კოლეგებო, როგორც მოგეხსენებათ, 8 ნოემბერს საქართველოში ადვოკატთა დღეს აღვნიშნავთ!

 

ამ დღის სიმბოლური მნიშვნელობის უკან დგას მრავალწლიანი თავდაუზოგავი შრომა და დიდი წვლილი, რომელიც ჩვენმა პროფესიამ შეიტანა დამოუკიდებელი ქართული სახელმწიფოს მშენებლობასა და ჩვენი თანამოქალაქეთა უფლებების დაცვაში.

 

2005 წლიდან საქართველოში ადვოკატის პროფესიის განვითარების არსებითად ახალი ეტაპი დაიწყო, რაც საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის შექმნაში გამოიხატა. იყო უამრავი სირთულე, რომელსაც ჩვენი პროფესია ღირსეულად გაუმკლავდა.

 

დღეს ჩვენ წინაშე ახალი გამოწვევები დგას. ჩვენი მიზანია, რომ ადვოკატის პროფესია კიდევ უფრო მეტად დაფასდეს და გამოირჩეოდეს ჩვენი საერთო პროფესიის მიმართ საზოგადოების მაღალი ნდობით.

 

მსურს, თითოეულ ადვოკატს გულითადად მოგილოცოთ პროფესიული დღე და გისურვოთ წარმატებები თქვენს მეტად საპასუხისმგებლო საქმიანობაში!

 

საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე,
დავით ასათიანი

აღმასრულებელი საბჭო

სასწავლო ცენტრი

ეთიკის კომისია

კომიტეტები

სარევიზიო კომისია

ადვოკატები

ფონდი

ადვოკატის პროფილი